LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ეკა ჭიჭინაძე: „ნიკუშას ისეთი მოვწონვარ, როგორიც ვარ…“

539
nikushashengelaia

ნიკუშა შენგელაიასა და ეკა ჭიჭინაძის ოჯახი 27 წელს ითვლის. „პოსტივი“ ცნობილ წყვილს შინ ესტუმრა და მათგან სიყვარულის ამბავი მოისმინა. როგორც ეკა ჭიჭინაძე აღნიშნავს, ურთიერთობაში თამაში არ უწევთ და ერთმანეთი ისეთი მოსწონთ, როგორებიც არიან.

ნიკუშა შენგელაია:

„გვქონდა ერთი ამბავი ატეხილი, უცებ კარი გაიღო და შემოვიდა ეკა, თბილისში, ჩემს სახელოსნოში. რომ დავინახე, ვიფიქრე, ეს რა მშვენიერება შემოვიდა-მეთქი…“

ეკა ჭიჭინაძე:

„მოვიხიბლე, პირველ რიგში, ვიზუალურად, იმიტომ, რომ სიმპათიურად გამოიყურებოდა, ძალიან კარგად უკრავდა საქსოფონზე, ხატავდა თავისთავად. მის გარშემო ძალიან საინტერესო სიტუაცია იყო…“

ნიკუშა:

„პირველ რიგში, ყოველთვის მნიშვნელობა აქვს ვიზუალურ მხარეს, მაგრამ ჩვენს ურთიერთობაში გამოჩნდა ეკას თვისებები და როცა თანხვედრაშია ეს თვისებები, მერე ჩნდება ორ ადამიანს შორის ის, რასაც სიყვარულს ეძახიან…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g