დღეს მომღერალ ეკა კახიანის დაბადების დღეა – მუსიკოსი 61 წლის გახდა.
მომღერალი სოციალურ ქსელში მეგობრებისგან და კოლეგებისგან უამრავ მილოცვას იღებს.
ეკა კახიანს „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებული ვიდეოთი ულოცავს დაბადების დღეს კახა მამულაშვილი [მამულიჩა] მასთან ერთად კი ლელა წურწუმია, მაკა ზამბახიძე და რატი დურგლიშვილიც.
მუსიკოსები, რომლებიც ამავდროულად მეგობრებიც არიან, რატი დურგლიშვილის სახლში არიან შეკრებილები. კადრებში ასევე ჩანს ლელა წურწუმია ქალიშვილთან – მარიკოსთან ერთად, ისინი სწორედ იმ სიმღერის ფონზე ცეკვავენ, რომლის ავტორიც სწორედ ეკა კახიანია.
„გილოცავთ დაბადების დღეს, შენი ლამაზი სიმღერით“ – წერს კახა მამულაშვილი.