LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეკუნა რომ არ მყავდეს, ვერაფერს გავაკეთებდი… მას ლექსი მივუძღვენი…“ – თუმანიშვილის თეატრში გია დავითიანის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

262
1c478230-f986-43fa-bf26-aa96cb7b03c9

8 და 9 დეკემბერს გია დავითიანის წიგნის პრეზენტაცია თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში გაიმართება.

გია დავითიანი:

ეს არის სპექტაკლი, რომელიც ჩემს ლექსებზეა აგებული. გიორგი სიხარულიძე გახლავთ დამდგმელი რეჟისორი. ძალიან ხმამაღალი ნათქვამია „ჩემი ლექსები“. ერთი წიგნი უკვე მაქვს გამოცემული, ახლა კი მეორე გამოდის. ორ შვილს ვფიცავ და ორ შვილიშვილს, ამ თემაზე არავისთან მქონია საუბარი, თავად წამოწიეს ეს ამბავი. უხერხულად ვარ და ვნერვიულობ, თან, თუმანიშვილის თეატრში იმართება. ამხელა პასუხისმგებლობაა და ძალიან ვნერვიულობ, დამიჭირეთ მხარი… ასეთ ამპლუაში ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩემს თავს ვამხნევებ.

მეუღლე როგორ გამხნევებთ?

ეკუნა რომ არ მყავდეს, ვერაფერს გავაკეთებდი. დიდი თანადგომა მაქვს მისი მხრიდან… ეკუნას დავუწერე ლექსიც, იმ ლექსზე – სიმღერაც. ერთადერთი სიმღერაა, რომელიც გავაჟღერე. ქალბატონმა მარიკა კვალიაშვილმა მოისმინა და ლამაზი გამომეტყველებით მითხრა, არ გაჩერდე, ჩემო გიაო. როგორ არ უნდა გავჩერდე? სულ ბორბლებზე ვარ, სულ მივდივართ, ძალიან რთული პროფესია გვაქვს, მანქანაში როგორ დავწერო?

ეკას შემოსვლამ შენს ცხოვრებაში რადიკალურად შეცვალა ყველაფერი?

ისეთი ბუნების ადამიანია, ეკუნას რომ დავინახავ, ყოველთვის ცეკვა მინდება…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g