LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ელენე ხოშტარია: „ელენეს ხელი გაუშვიო და უკაცრავად, ქმარი ვარო… სუსის თანამშრომელი ეგონათ…“

302
elenexoshtaria

ელენე ხოშტარია „ფორმულასთან“ 30 დეკემბრის სახალისო ამბავს იხსენებს, რომელიც მის მეუღლეს უკავშირდება.

როგორც ელენე აღნიშნავს, ამ დღეებში სახლიდან არ გადის ხოლმე და გოზინაყსაც თავად ამზადებს. მხოლოდ მეგობრის მეუღლესთან გავიდა დაბადების დღის მისალოცად.

„დავინახე, რომ მაჩალიკაშვილის კარავი მიაქვთ. ისე გამოვედი, რომ არც მითქვამს, სად მივდიოდი. ატყდა ამბავი, შევხტი ნაგვის მანქანაზე კარვის გამო. რომ ვდგავარ ამ მანქანაზე და ვფიქრობ, შევხტე შიგნით და გავყვე ამ კარავს, თუ მოვეჭიდო… ამ ფიქრებში ვართ და ჩემი ქმარი მირეკავს, ლაკუნა, სად ხარ, ნიგოზი ვიყიდე და სად გამოგიაროო და ვუპასუხე, რუსთაველზე მოდი-მეთქი. ტელევიზორშიც არ უნახავს და არ იცოდა, რა ხდებოდა… მიჭირავს კარავი, გარშემო ბევრი ხალხია და ამ დროს მოდის ჩემი ქმარი ნიგვზის პარკით ხელში… არასდროს ერევა ხოლმე ამ ამბებში, მაგრამ ხედავს, რომ ხალხს იჭერენ… აცვია მუქი ტანსაცმელი და ისეთ ასაკშია, რომ აქტივისტს არ ჰგავს. მოდის, გამიყარა ხელი და უცებ ვხედავ, ნუგზარ წიკლაური და აკო მინაშვილი ყვირიან, ელენეს ხელი გაუშვიო… უკაცრავად, ქმარი ვარო… რაღაც პერიოდი სუსის თანამშრომელი ეგონათ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g