LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო : ელექტრომობილი 800 კილომეტრი სვლის მარაგით და საჭით, რომელიც ნებისმიერ დროს იკეცება

137
wm motors

ჩინურმა სტარტაპმა WM Motor თავისი მესამე მოდელის კონცეპტუალური პროტოტიპი წარადგინა. საკმაოდ მოზრდილ სედანს ერთი დამუხტვით 800 კმ–ს გავლა შეუძლია და ბრენდის სერიულ ხაზში ის ნამდვილად საპატიო ადგილს დაიკავებს.

WM Motor ჩინურ ბაზარზე რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და ელექტრომობილებს ყიდის. გასულ წელს კომპანიამ 15 ათასზე მეტი ეკოლოგიურად სუფთა კროსოვერის რეალიზება მოახერხა, მომავალში კი ის ახალი სეგმენტის – ელექტრონული სედანების ათვისებას გეგმავს.

სერიული მოდელის ახალი პროტოტიპი ოფიციალურად წარადგინეს – მას სახელად Weltmeister Maven ეწოდა და გარდა შთამბეჭდავი სვლის მარაგისა, სიახლემ უცნაური კეცვადი საჭეც მიიღო.

ჩინური სედანის მთავარი კონკურენტი „ტესლაა“, თუმცა ამ უკანასკნელს სვლის მარაგი ბევრად ნაკლები აქვს, ასე რომ ერთი შეხედვით ჩინელები იგებენ.

WM Motor გეგმავს, რომ სედანი მესამე დონის ავტოპილოტით აღჭურვოს, ასევე ავტომატური პარკინგის სისტემაც დაუმონტაჟოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g