LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ელექტრონული Mercedes-Benz ყველაზე რთულ გზებზე გამოსცადეს

67
benz201023

კომპანია Mercedes-Benz–მა კონცეპტ–ქარი EQC 4×4² გამოსცადა. ყველაზე შესაფერის ტრასად ინჟინერებმა ჩრდილოეთ იტალიის მთები შეარჩიეს.

Mercedes-Benz EQC 4×4²–ის დატესტვა სპეციალისტებმა ერთ–ერთ ყველაზე რთულ გზაზე გადაწყვიტეს, სადაც უგზოობასთან ერთად მეტეოროლოგიური პირობებიც მუდმივად ცვალებადია. ტრასაზე უამრავი საშიში მოსახვევი, დათოვლილი ადგილები და კლდეებია. თუმცა, მიუხედავად ასეთი სარისკო არჩევანისა, ელექტრო–ყველგანმავალის პროტოტიპმა დავალებას თავი არაჩვეულერბივად გაართვა.

EQC 4×4²–მა მშრალი ასფალტი, უგზოობა და თოვლიანი კლდეები ერთნაირი წარმატებით გაიარა.

შეგახსენებთ, რომ Mercedes-Benz EQC 4×4²–ის კაპოტის ქვეშ ორი ელექტრონული ძრავია მოთავსებული და აგრეგატს 408 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი 80 კილოვატ–საათიან ელემენტთან ერთად მუშობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g