დღეს წითელი პარასკევია.
ამ დღეს მორწმუნეები იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებენ.
დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა.
დღევანდელ დღეს, ტრადიციულად მორწმუნეები კვერცხს წითლად ღებავენ.
ერთ-ერთი მათგანია ცნობილი ფლორისტი, ზურა შევარდნაძე, რომელიც თავის გამომწერებს კვერცხის შეღებვის ტექნოლოგიას უზიარებს:
„მხოლოდ ენდროში ვღებავ კვერცხს, მარილი კვერცხს ამაგრებს, ხოლო ძმარი ფერს უნარჩუნებს…
ენდროს დავჩეჩქვავთ ქვის სანაყში, ენდროსნაირი არაფერი არ არის, ჩვენ ქართველებს გვაქვს ეს ბუნებრივი საღებავი…
სულ მეკითხებიან რა არის ქართული ფერი, ქართული ფერია ხევსურულ კაბას რომ აქვს „ქუბა“, აი სწორედ ის ოთხი თუ ხუთი ფერია ქართული ფერი… “ – ამბობს ვიდეოში ფლორისტი.
ქრისტე აღდგა, გიხაროდენ.. მადლი თქვენ და მახარობელს… ნინო კვაჭანტირაძე #ნინოკვაჭანტირაძე #Gardeniashevardnadze #ნათიამახათაძე
Posted by Gardenia Shevardnadze • გარდენია შევარდნაძე on ხუთშაბათი, 17 აპრილი, 2025