მოძრაობის “ერთობა, რაობა, იმედი – ერი”-ის დამფუძნებელი ლევან ვასაძე ნოე სულაბერიძის გადაცემაში საკუთარი მძიმე დიაგნოზის შესახებ საუბრობს.
პოლიტიკოსი გადაცემის ანონსში აღნიშნავს, რომ მძიმე დაავადებას სასწაულებრივად გადაურჩა.
“შუბლის კუთხით ლოგინის კუთხეს ეყუდები, რადგან გეჩვენება, რომ მაგ მომენტში და მაგ პოზაში ცოტა უფრო ნაკლებად იტანჯები ტკივილისგან, მანდ არის სიახლოვე სიკვდილთან. დიაგნოზი იყო სისხლის კიბო და ამილოიდოზი. ექიმები ერთ თვეს მაძლევდნენ და სასწაულია, რომ დღეს აქ, თქვენთან ერთად ვზივარ. რომ მეგონა, მამალი მგლის არ მეშინოდა, შვილის ავადმყოფობისას აღმოჩნდა, რომ ლაჩარი ვარ”, – საუბრობს ლევან ვასაძე.