LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ექიმების მრცხვენია, მინდა გიას გამო ბოდიში მოვუხადო, ექიმები რომ დაინახავენ, მგონი გარბიან, გია დღეს არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც დაფეთებულია, თუ როგორ ვარ მე“ – თამრიკო ჭოხონელიძე მეუღლეზე

2032
თამრიკო ჭოხონელიძე

მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ, რომელიც ეკა ჩხეიძის გადაცემას, „პირველ სტუდიას“ სტუმრობდა, გადაცემაში ვრცლად ისაუბრა საკუთარ ოჯახზე – შვილებზე, მეუღლესა და კარიერაზე.

ვიდეო: „ნურავინ გაიკვირვებს, რომ მაშინ, როცა შვილს ოჯახი ენგრევა, დედა იჯდეს წყნარად და არაფერი გააკეთოს, შინაგანად ვდუღდი და გული მიკვდებოდა… ახლა მარიამმა ახალი ცხოვრება დაიწყო, როცა უყურებ, რომ შენი შვილი კარგად არის, შენც ხარ კარგად“ – თამრიკო ჭოხონელიძე

როგორც თამრიკო ჭოხონელიძემ აღნიშნა, მის ცხოვრებაში მთავარი საყრდენო სწორედ მისი ოჯახი – დედა, დები, შვილები და მეუღლეა. ამავე კონტექსტში, თამრიკო ჭოხონელიძემ მეუღლეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გია როინიშვილი დღეს არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც დაფეთებულია, თუ როგორ არის მისი მეუღლე:

„ჩემი საყრდენები არიან ჩემი დები, ჩემი შვილები, დედაჩემი. რამდენჯერმე მომიწია ექიმებთან ურთიერთობა, იცით როგორ მრცხვენია ექიმების? მინდა ბოდიში მოვუხადო გიას გამო, იმიტომ, რომ ყველა შეაწუხა, ექიმები რომ დაინახავენ, მგონი გარბიან გიასგან [იცინის]. გია დღეს არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც დაფეთებულია, თუ როგორ ვარ მე. მინდა მას ვუთხრა, კარგად ვიქნები თუ ყველა კარგად მეყოლება და იმ გარემოში არ ვიქნები, რასაც უსამართლობა ჰქვია“, – თქვა თამრიკო ჭოხოლელიძემ.

ვიდეო: „ვიცოდი, რომ ეს დაშორება მხოლოდ პაუზა იყო“ – რატომ არ მოუხსნია არასოდეს თამრიკო ჭოხონელიძეს საქორწინო ბეჭედი

თამრიკო ჭოხონელიძემ გია როინიშვილთან ერთად რომში იმოგზაურა: „ეს საჩუქარი ჩემი შვილებისგან მივიღე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g