LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ერევანში სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ აფეთქება მოხდა – არიან დაშავებულები

108
სომხეთი აფეთქება

ერევანში სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი სირთულის მიხედვით მეორე ხარისხისაა და მის ლიკვიდირებას სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ცდილობენ.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად, არიან დაშავებულები. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.

აფეთქების გამომწვევი მიზეზი უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები