LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, არც საქართველომ უნდა მიიღოს ეს ადამიანები – გონჩარენკო რუსებზე

38
გონჩარენკო (2)

უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო „მთავარ არხთან“ საუბარში, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე საუბრობს, რომელმაც 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისი განმარტებით, ნაწილობრივი მობილიზაცია ეს უბრალოდ ფორმალობაა, რადგან სინამდვილეში რუსები ტოტალურ მობილიზაციას აცხადებენ.

„მთავარი არხის“ თარგმანი:

„პუტინი ომს აგრძელებს და ამ მობილიზაციით ცდილობს კიდევ უფრო დიდხანს გააგრძელოს. მობილიზაციის გამოცხადება ნიშნავს რომ პუტინი მარცხდება. ნაწილობრივი მობილიზაცია ეს უბრალოდ ფორმალობაა, სინამდვილეში რუსები ტოტალურ მობილიზაციას აცხადებენ. რუსეთში პანიკაა. რუსები ყველა მიმართულებით გარბიან. მოქალაქეები ცდილობენ რუსეთიდან გაიქცნენ. მირბიან საქართველოსკენაც. ეს არის შიში, რომელიც პუტინმა დათესა. მისი გადაწყვეტილება ომს გაახანგრძლივებს, თუმცა შედეგებს ვერ შეცვლის, რადგან უკრაინა გაიმარჯვებს. ძალიან კარგად მოიქცნენ ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთი. ამ ქვეყნებმა რუსეთის მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტეს. ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხიცაა. არც საქართველო უნდა მიიღოს ეს ადამიანები. ბოლოს და ბოლოს ეს ქვეყანა უკონტროლო ტერიტორია ხომ არ არის, სადაც ყველას შეუძლია შევიდეს. რუსები სრულ იზოლაციაში უნდა მოექცნენ და უნდა იგრძნონ იმ მონსტრის სიძლიერე, რომელიც თავად შექმნეს“, – ამბობს გონჩარენკო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები