საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი „ფორმულასთან” ინტერვიუში სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
„ერთ კორპუსში ვასწავლი, მეორეში ვსწავლობ…ხანდახან ხდება ხოლმე, სტუდენტების სათქმელს ვეუბნები ლექტორს. ნიკუშა რომ დაამთავრებს სკოლას, მე დავამთავრებ ბაკალავრს. ედუარდი მაგისტრატურას ასრულებს.
უკვე ვიწყებ სტაჟირებას. ძალიან მინდა ონკოლოგიურ პაციენტებთან მუშაობა. როდესაც ადამიანი ამ დიაგნოზის შესახებ იგებს, თითქმის შეუძლებელია, რომ მას დეპრესია, ან შფოთვა არ დაემართოს.
შანსია უკრაინაშიც ვიმუშაო ფსიქოლოგად, რა თქმა უნდა, დროებით, ნამდვილად არ ვტოვებ ამ ქვეყანას”, – საუბრობს სანდრა რულოვსი.