თეა დარჩია პოდკასტის „მარტივი თეფში“ სტუმარი იყო.
მოცეკვავემ მაყურებელს ცხოვრებისეული გამოცდილება არაერთ მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით გაუზიარა.
„ჩემს გოგოებსაც სულ მაგას ვეუბნები, რომ ტელეფონში ყურებაში ხარჯავ უძვირფასეს დროს, ერთ მშვენიერ დღეს გაიხედავ, სარკეში ჩაიხედავ და ბებერი ხარ, მოხუცი ხარ.
მთელი ცხოვრება ადევნებ თვალს სხვის ცხოვრებას და შენი ცხოვრება შენს მიღმა მიდის.
ამას თუ არ ჩაუფიქრდა თითოეული ბავშვი, ამას ჩიჩინი არ უშველის. ჩემს გოგოებს ჩემი სჯერათ და ვიცი რომ მისმენენ, არ დავიშურებ ენერგიას დავუფიქსირო – სად არის შენი ცხოვრება როცა სხვის ცხოვრებას უყურებ? შენ სად ხარ ამ დროს?“ – აღნიშნა დარჩიამ.
