აშშ-ში მცხოვრები ქართველი მომღერალი მალიბუ ტუღუში ამერიკაში ცხოვრების პირველ ეტაპს იხსენებს, როდესაც სამსახური სჭირდებოდა:
„ბარმენად მივდიოდი და ჩავიცვი მაღალ ქუსლებზე. იქამდე ჩუსტებით მივედი. დამხვდა უფროსი. რა ტიპის სამსახურს ეძებო, მკითხა, მოვიგონე, რომ ბარმენი ვიყავი, არადა, სასმელსაც არ ვსვამ, არც ყავას. მიდი და ყავა გამიკეთეო, მაგრამ არაფრის გაკეთება არ ვიცოდი. გამიმართლა, რომ ქართველი უსაყვარლესი გოგო მუშაობდა. ის დამეხმარა, ჩუმ-ჩუმად მკარნახობდა. ვითომ ტელეფონზე ლაპარაკობდა. მართლა გავაკეთე ესპრესო. დალია და მოეწონა. ამიყვანეს სამსახურში, მაგრამ მტერს, ასეთ სამსახურს არ გისურვებთ. ერთი წელი ჯოჯოხეთში გავატარე… იყო პლუსებიც, მაგრამ ძალიან რთული საქმე გამოდგა. რისი თქმა მინდოდა ამ ყველაფრით. მე ვარ მომღერალი, მუსიკოსი, ამერიკაში სჭირდება სხვა სამსახური, რომ სტაბილური შემოსავალი მქონდეს. როცა დამოუკიდებელი არტისტი ხარ და შენს კარიერაზე ზრუნავ, გჭირდება ფინანსები. სიმღერით საკმაოდ კარგი შემოსავალი მაქვს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. დღისით ვარ ბარმენი-ბარისტა, საღამოს – მომღერალი. ვცხოვრობ, როგორც კონკია…“
@maliibugarrl ♬ original sound – Maliibu