LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ერთი წყალმა წაიღო, ვერ მოასწრეს ამოყვანა“ – რას აცხადებენ ადგილზე მყოფები მტკვრის სანაპიროსთან მომხდარი ავარიის შესახებ

1183
სამაშველო ღონისძიება მტკვარში

თბილისში, ავარიის შედეგად, მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილის მგზავრებს ამ დრომდე ეძებენ.

შემთხვევა, გვიან ღამით მოხდა.

სამძებრო-სამაშველო ღონისძიების შედეგად, მაშველებმა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა შეძლეს.

ამ დრომდე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ავტომობილში მყოფი დანარჩენი მგზავრების სამძებრო ღონისძიება.

ტელეკომპანია „ტვ პირველთან“ შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები დამატებით დეტალებს ჰყვებიან.

„ოთხნი იყვნენ მანქანაში, ერთი გადარჩა. სამს ეძებენ. წუხელ ღამის 02:00 საათზე დამირეკა ძმაკაცმა და მას შემდეგ აქ ვარ. ახლა მდინარის წყლის დონე კლებულობს“, – ამბობს ადგილზე მყოფი.

თვითმხილველის თქმით, შემთხვევა ღამის 12 საათიდან 1 საათამდე მოხდა.

მისივე თქმით, იმ მომენტში როცა კიდევ ერთი პირის ამოყვანას ცდილობდნენ, ის დინებამ წაიღო.

„ერთი ამოყვანილია, ერთი წყალმა წაიღო, ვერ მოასწრეს ამოყვანა“, – აცხადებენ ადგილზე მყოფები.

ცნობისთვის, მდინარე მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მტკვრის კალაპოტში წყლის დონე შეამცირეს ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან, ამიტომ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

შსს: „იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოთ სიფრთხილე“ – მაშველები ამ დრომდე ეძებენ 3 ადამიანს, რომლებიც ავტომობილით ღამით მტკვარში გადავარდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა. ამ დრომდე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ სამაშველო ღონისძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g