LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ერთხელ გადავარჩინე სიკვდილს… დაახლოებით აპრილში ხდებოდა, დამირეკა და მითხრა: „მე ვარ ძალადობის მსხვერპლი“…მშვიდობით, ჩემო ლამაზო“ – ლელა წურწუმია მოკლულ კესარია აბრამიძეზე ემოციურად საუბრობს

2671
2024-09-23_23-12-46_021421

ლელა წურწუმია ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას ემოციური ვიდეომიმართვით გამოეხმაურა.

მომღერალმა ვიდეოს დასასრულს ცრემლები ვერ შეიკავა და მეგობარს ემოციური სიტყვით დაემშვიდობა.

„ერთხელ გადავარჩინე სიკვდილს… დაახლოებით აპრილში ხდებოდა, დამირეკა და მითხრა: „მე ვარ ძალადობის მსხვერპლი“, ძალიან გავბრაზდი და ყველანაირად ვეცადე რომ მისთვის ეს ადამიანი მომეშორებინა. შემეხვეწა რომ პოლიციაში არ დამერეკა და რაღაც პერიოდი მოიშორა კიდეც…

როდესაც შეურიგდა მე არ მეუბნებოდა, რადგან ამბობდა: მისი მრცხვენიაო. ახლა დიდი უსამართლობის შეგრძნება მაქვს, იქნებ რომ გამეგო, რაიმე შემეცვალა. მას აქ ფრთები შეაჭრეს და იმედია, რომ იქ მოახერხებს ფრენას. მშვიდობით, ჩემო ლამაზო კესო“, – საუბრობს ლელა ვიდეოში, სადაც ცრემლებს ვერ იკავებს.

„ჯაიანს ეკუთვნის წესის აგება, როცა გადავა მარადისობაში“? – დედა სიდონია

ცნობისთვის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცი, ბექა ჯაიანია დაკავებული. მას 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების ინფორმაციით, 18 სექტემბერს, 26 წლის კაცმა ტრანსგენდერი ქალი საკუთარ სახლში გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.

პროკურატურის ინფორმაციით, კესარია აბრამიძეს დანით 28 ჭრილობა აქვს მიყენებული. აბრამიძე თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს.

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ვიდეო: კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და კვლავ დუმილის უფლებას იყენებს – კადრები სასამართლო პროცესიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g