LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ერთმა მკითხა, გაურკვეველი გვარი რომ აქვს, შენი მეგობარიაო? ვუთხარი, იცით ვინ არის-მეთქი?“ – ნინი შერმადინი არქივიდან გარდაცვლილი მუსიკოსის, ლევან შენგელიას ემოციურ კადრებს აქვეყნებს

569
ნინი შერმადინი

აშშ-ში მცხოვრებ მუსიკოსს, პიანისტსა და კომპოზიტორ ლევან შენგელიას, რომელიც 14 აგვისტოს 55 წლის ასაკში გარდაიცვალა, მეგობრები და კოლეგები სოციალურ ქსელში უამრავ ემოციურ სტატუსს უძღვნიან.

ვიდეო: „ძალიან მიყვარხარ გენიოსო! ეს კომპოზიცია ყველაზე მეტად გვიყვარდა, რას არ გავიღებდი ახლა ისევ შენთან ერთად მამღერა… ძალიან დიდი მადლობა, მაესტრო, მეგობრობისთვის, სიყვარულისთვის, ჩემი შესაძლებლობების დაჯერებისთვის“ – მალიბუ ტუღუში ლევან შენგელიას ემოციურად ემშვიდობება

კომპოზიტორს ემოციურად ემშვიდობებიან ის ქართველი მუსიკოსები, რომლებიც ლევან შენგელიასთან ერთად აშშ-ში ემიგრაციაში იმყოფებოდნენ.

ერთ-ერთი მათგანია ნინი შერმადინი, რომელიც „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე გვიზიარებს ლევან შენგელიას მორიგ ვიდეოს, რომელშიც ის ნინიზე საუბრობს.

„როგორ ჩუმად წახვედი, ძალიან მატკინე გული, ხომ მითხარი, კარგად ვარო… ძალიან მოსაწყენია სამყარო უშენოდ, ყოველთვის ჩემი განსაკუთრებული მაე იქნები!“ – ნინი შერმადინი ლევან შენგელიას ემშვიდობება

„თბილისში ერთ ადამიანთან ძალიან ცუდად შეჯახება მომიწია, სტუმრად ვიყავით, სუფრიდან ავდექი, მე აქ არ დავჯდები მეთქი – ერთმა ადამიანმა მკითხა, გაურკვეველი გვარი რომ აქვს, შერმადინი, შენი მეგობარიაო? რომ წაუგდია ენა, უკრაინიდან ბავშვებს ვიშვილებო, ჩვენები ნაკლებ პიარს აკეთებენო? მე ვუთხარი, თქვენ იცით, შერმადინი ვინ არის-მეთქი? იცოდნენ მაინც ნინი შერმადინის ხასიათი“, – ამბობს ვიდეოში ლევან შენგელია“.

შენ რა გითხარი, როგორი ნაცრისფერი დილა გაგვითენდა ყველას… აქამდე სულ სიცილი მქონდა სახეზე შენს დანახვაზე და ეხლა ცრემლი არ ჩერდება. შენ გენაცვალე მე 💔🥹 მადლობა მეგობრობისთვის, მადლობა სიყვარულისთვის, მადლობა რომ ჩემი მაე ხარ! 💔❤️🥹 როგორ მიცავს 🥹🥹🥹🥹❤️❤️❤️❤️❤️

Posted by Nini Shermadini on ოთხშაბათი, 14 აგვისტო, 2024

აღნიშნულ ვიდეოს ნინი შერმადინი ემოციურ ტექსტთან ერთად აქვეყნებს:

„შენ რა გითხარი, როგორი ნაცრისფერი დილა გაგვითენდა ყველას… აქამდე სულ სიცილი მქონდა სახეზე შენს დანახვაზე და ახლა ცრემლი არ ჩერდება. შენ გენაცვალე მე. მადლობა მეგობრობისთვის, მადლობა სიყვარულისთვის, მადლობა რომ ჩემი მაე ხარ! როგორ მიცავს…

ერთი ის ვიცი, რომ აღარ ემღერება გულს… შენ რა გითხარი, როგორ მატირე… ძალიან უყვარხარ შერმიკოს და მოენატრები…

რამდენი ცრემლი მქონია თურმე შენთვის შენახული, სულელო შენ… რანაირად მყვარებიხარ თურმე. ძალიან მოიწყენ, რომ გვნახო, რას დაგვამსგავსე… მარსზე უკეთეს ადგილას ხარ და შევხვდებით, მანდაც დავუკრავთ და ვიმღერებთ ერთად, მიყვარხარ ძალიან“, – წერს ნინი შემადინი.

შეგახსენებთ, მუსიკოსი ლევან შენგელია 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. 19 წლის ასაკიდან ის აშშ-ში ცხოვრობდა. სხვადასხვა დროს პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა მაიამიში, ვაშინგტონში, ტეხასსა და ნიუ-იორკში. პარალელურად, იყო საქართველოში განხორციელებული მუსიკალური პროექტების, მათ შორის, მუსიკალური საღამოების -„ჯადოსნური ღამე“ – ორგანიზატორი. პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა Piano School of New York City-სა და Anselmo Academy of Music and the Arts-ში.

როგორც ცნობილია, მუსიკოსი მძიმე სენს ებრძოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g