„შაბათს 3 საათზე „ერთობის ჯაჭვი“ ჩემთვის ნიშნავს ქართველების ერთობას“ – ამის შესახებ თეა დარჩიამ განაცხადა.
დარჩია 28 დეკემბერს ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ აქციას სახელწოდებით „ერთობის ჯაჭვი“ გამოეხმაურა. მისი თქმით, „ერთობის ჯაჭვი“ ნიშნავს ერთად ყოფნას იმ საშიში ძალის წინააღმდეგ, რასაც კომუნისტური რუსეთი ჰქვია“:
„მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია 28 დეკემბერი, 15:00 საათზე, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში კეთდება ერთობის ჯაჭვი“ – ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, საიდან გაიშლება ჯაჭვი
დღეს თბილისსა და ყველა დიდ ქალაქში ერთობის ჯაჭვი გაიშლება.
„შაბათს 3 საათზე „ერთობის ჯაჭვი“ ჩემთვის ნიშნავს ქართველების ერთობას, ეს ნიშნავს ხელი ხელს, მხარი მხარს, ერთად ყოფნას იმ დიდი და საშიში ძალის წინააღმდეგ, რასაც კომუნისტური რუსეთი ჰქვია. ჩვენ ახლა თუ მოვდუნდით, სამუდამოდ დავკარგავთ ყველაფერს, რაც ღირებულია ქართველებისთვის და ჩვენი მომავლისთვის“, – განაცხადა დარჩიამ „მთავარ არხთან“ .
ცნობისთვის, 28 დეკემბერს 15:00-ზე საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი” გაიმართება.
თეა დარჩია ერთობის ჯაჭვზე"ახლა თუ მოვდუნდით, სამუდამოდ დავკარგავთ ყველაფერს, რაც ღირებულია ქართველებისთვის" | თეა დარჩია ერთობის ჯაჭვზე
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ხუთშაბათი, 26 დეკემბერი, 2024