LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს არ არის უსუსურობის ტირილი, მე ვარ მედგრად… დამიჭერენ, დამიჭირონ, მცემენ, მცემონ – მე ყველანაირი სცენარისთვის ვარ მზად“ – ნანკა კალატოზიშვილი

684
2024-12-08_23-42-18_585641

ეს არ არის უსუსურობის ტირილი, მე ვარ მედგრად… დამიჭერენ, დამიჭირონ, მცემენ, მცემონ – მე ყველანაირი სცენარისთვის ვარ მზად, – აღნიშნულის შესახებ ნანკა კალატოზიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მსახიობის თქმით, ოპერატორებმა კამერები უნდა გათიშონ და ასე გამოხატონ თავიანთი პროტესტი.

„როგორ შეიძლება მშვიდი ცხოვრება გავაგრძელოთ, როდესაც ჟურნალისტებს ომშიც არ ეხებიან. დღეს კი მედიის წარმომადგენლებს ქუჩაში კლავენ. თავზე ატხებიან. როგორ შეიძლება არ გაიფიცოს ოპერატორი, „იმედის“ იქნება თუ ნებისმიერი არხის. თქვენ გაგწირავენ პირველ რიგში. გურამ როგავა იძახდა, ჩემი მეგობრების ხელით მკლავენო და მართალს იძახდა. ეს არ არის უსუსურობის ტირილი, მე ვარ მედგრად… დამიჭერენ, დამიჭირონ, მცემენ, მცემონ – მე ყველანაირი სცენარისთვის ვარ მზად“, – ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g