LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს არ არის უსუსურობის ტირილი, მე ვარ მედგრად… დამიჭერენ, დამიჭირონ, მცემენ, მცემონ – მე ყველანაირი სცენარისთვის ვარ მზად!“ – ნანკა კალატოზიშვილი

311
ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს „ფორმულას“ ეთერით ეხმაურება და აცხადებს, რომ „როდესაც ქუჩაში სისხლი იღვრება, მშვიდი ცხოვრების გაგრძელება არ შეიძლება და ადამიანებმა ამასთან დაკავშირებით პროტესტი უნდა გამოთქვან“.

„ამიტომ ვიძახი უნდა გავიფიცოთ… როგორ შეიძლება მშვიდი ცხოვრება გავაგრძელოთ, როდესაც ქუჩაში სისხლს ღვრიან. როგორ შეიძლება მშვიდი ცხოვრება გავაგრძელოთ მაშინ, როდესაც ჟურნალისტებს, რომლებიც ომშიც ხელშეუხებლები არიან, კლავენ შუა ქუჩაში… მკვლელობაა, როდესაც თავზე ახტებიან ადამიანებს. როგორ შეიძლება არ გაიფიცოს ოპერატორი, „იმედის“ იქნება თუ ნებისმიერი არხის ხალხნო…

თქვენ გაგწირავენ პირველ რიგში… თქვენი ხელით გვხოცავენ. გურამ როგავა იყო მართალი რომ იძახდა ჩემი მეგობრების ხელით გვკლავენო. მართლა ასე ხდება. მე არ ვიცი, რად უნდა გიღირდეს დღეს რომ ჩუმად იყო…

ეს არ არის უსუსურობის ტირილი, მე ვარ მედგრად… დამიჭერენ, დამიჭირონ, მცემენ, მცემონ – მე ყველანაირი სცენარისთვის ვარ მზად!“, – აცხადებს ნანკა კალატოზიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g