საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 18 დღეა მიმდინარეობს.
საპროტესტო მსვლელობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს დედაქალაქში. მსვლელობას შეუერთდა სხვა და სხვა სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი – მსახიობები, რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები და სხვა პროფესიების წარმომადგენლები.საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობს მსახიობი, ბაია დვალიშვილიც:
„აქ სხვა და სხვა პროფესიის ადამიანი დგას, მართლაც შემოქმედების დონეზე ავიყვანეთ ყველამ ერთად ეს პროტესტი, სულ სხვა და სხვა სანახაობით, მე მგონი არსად ასეთი რამ არ ყოფილა. ეს არის გამოვლენა ქართული ნიჭის, ამოუცნობი ფენომენის, როდესაც ყველაზე გაჭირვებულ მდგომარეობაში რაღაც გეხსნება და აკეთებ სიკეთეს, რაღაც ახალს, ძალიან მხიარულს და ამით უპირისპირდები ბოროტებას. ისეთი სისაწყლე იყო გუშინ იმ ნაძვის ხესთან დაკავშირებით, რომ უხერხულობაც კი ვიგრძენი“ – განაცხადა მსახიობმა.
ინფორმაციისთვის, დღეს თბილისში რამდენიმე აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 18 დღეა მიმდინარეობს.
ეს არის გამოვლენა ქართული ნიჭის, ამოუცნობი ფენომენის — ბაია დვალიშვილი„ეს არის გამოვლენა ქართული ნიჭის, ამოუცნობი ფენომენის“ — ბაია დვალიშვილი
Posted by Formula • ფორმულა on კვირა, 15 დეკემბერი, 2024