„პოსტალიონის“ ეთერს ლაშა რამიშვილი ცოლთან, ბელა ნოზაძესთან ერთად ესტუმრა და მასთან ერთად ოჯახურ ურთიერთობებზე ისაუბრა.
ბელა ნოზაძე:
ყველაფერი შეუძლია ჩემს მეუღლეს. ოღონდ, არაფერი არ გამოსდის მარტივად. უბრალოდ, როცა მინდა, ფოტო დაკიდოს ან საათი ჩამოკიდოს, ისე რთულდება ყველაფერი, რომ გვჭირდება ბრიგადის გამოძახება. რაღაც რომ მაქვს გასაკეთებელი, ვიცი, რომ უცებ გამიკეთებს.
ასევე გაურთულდა შენი ფულის მოგებაც?
ნამდვილად გაურთულდა. არ ვაწვალებდი, მეც მომწონდა თავიდანვე… ის მაშინაც ძალიან ბევრი იყო და ხმაურიანი, ვერ ვხვდებოდი, ასეთი ადამიანი იყო, თუ ზოგადად ჩემ მიმართ იყო ყურადღებიანი.
ლაშა რამიშვილი:
ეს არის გოგონა, რომელმაც გადამარჩინა, ოღონდ მართლა. ძალიან რთული პერიოდი იყო თეატრშიც, ქვეყანაშიც, ჩემს ცხოვრებაშიც. ისეთი სიტუაცია იყო, რომ პროფესიაშიც რთული პერიოდი იყო, ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრებში ვმუშაობდი, დიჯეიც ვიყავი და 20 ლარს მიხდიდნენ. ჩემი მეგობრების უმეტესობა სამუშაოს და სასწავლებლად იყო წასული საზღვარგარეთ, ფაქტობრივად, მარტო ვიყავი. ამას ვეძახი ძალიან ცუდ პერიოდს, როცა ასე ვთქვათ, ნაგავში ვიყავით გადაშვებულები. იქიდან ჩემი ამოთრევა და გზაზე დაყენება დიდ ძალისხმევას უკავშირდებოდა…
