ეს არის მისი ტრიუმფი, ამით დაიწყება რეჟიმის ნამდვილი დანგრევა, – რეჟისორი ნანა ჯანელიძე გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობლის დაკავებას „ტვ პირველის“ ეთერში ეხმაურება.
რეჟისორი დარწმუნებულია, რომ მზია ამაღლობელისთვის თავისუფლების აღკვეთით სისტემის განადგურება დაიწყება.
„მზია ამაღლობელზე რომ გავიგე, არც ვიცოდი, რომ “ბათუმელები” მისი იყო, თან რომ დავინახე, როგორი ქალი იყო, ვიფიქრე, რომ ეს არის მისი ტრიუმფი, ამით დაიწყება რეჟიმის ნამდვილი დანგრევა.
როდესაც ასეთ ადამიანს იჭერ, თან ასე იჭერ და ასე ირცხვენ თავს, ესე იგი, შენ უკვე დანგრეული ხარ. ახლა ყველაფერი სწრაფად და სწრაფად წავა. სისტემა იმდენ შეცდომას უშვებს, უფრო და უფრო, აერთიანებს ხალხს. წარმოუდგენელია, რომ ამათ რაიმე გაუვიდეთ”, – ამბობს ნანა ჯანელიძე.
შეგახსენებთ, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად, 21 იანვარს შიმშილობა დაიწყო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა 26 წლის რევაზ კიკნაძემაც, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 იანვარს პატიმრობაში დატოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე შესული საჩივარი დაუშვებლად ცნო
ცნობისათვის, ნიკოლოზ ჯავახიშვილი და მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული კიდევ 7 პირი სასამართლომ 11 იანვარს პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.