მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და ახლა უკვე „პოსტ ალიონის“ გუნდის წევრი როლანდ ოქროპირიძე სტუმრად გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდა, სადაც ოჯახისა და ბავშვობის შესახებ ისაუბრა.
„ყურადღების ქვეშ ვიყავი, ცდილობდა დედა რომ სიფრთხილე გამოეჩინა, მაგრამ სამწუხაროდ ვატყუებდი. ყველაფერს ვახერხებდი, რომ გავმძვრალიყავი.
რაც დრო გადის, კიდევ უფრო განვიცდი, რომ არ მყავს დედმამიშვილი. მგონია რომ ძალიან დაჩაგრული ვარ. ეს არის სერიოზული დაღი ჩემს ცხოვრებაში. თავს ვიმშვიდებ, მაგრამ თან ძალიან მტკივა. დღემდე ვუყურებ მათ ვისაც კარგი დაძმობა აქვთ.
მომხვედრია კიდევაც. ძალიან ცელქი ვიყავი და ამის გამო დედა სულ ფრთხილად იყო. ვერ მოვაშლევინე დედას ზრუნვა აგერ 42 წლის ვარ უკვე. ძალიან ცელქი ვიყავი“, – ამბობს როლანდ ოქროპირიძე.
