LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო დედამიწაზე… ყველაზე დიდი და კეთილი ბავშვი, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ, მაესტრო, რომელიც ნოტებით, აკორდებით და სიყვარულით გველაპარაკებოდა“ – პოეტ ზურა სალუქვაძის ემოციური ლექსი და ლევან შენგელიას ბრწყინვალე აკომპანემენტი

888
ზურა სალუქვაძე

55 წლის ასაკში გარდაცვლილ აშშ-ში მცხოვრებ მუსიკოსს, პიანისტსა და კომპოზიტორ ლევან შენგელიას მეგობრები ემშვიდობებიან.

„როგორ ჩუმად წახვედი, ძალიან მატკინე გული, ხომ მითხარი, კარგად ვარო… ძალიან მოსაწყენია სამყარო უშენოდ, ყოველთვის ჩემი განსაკუთრებული მაე იქნები!“ – ნინი შერმადინი ლევან შენგელიას ემშვიდობება

ლევან შენგელიას სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს უძღვნის ცნობილი პოეტი ზურა სალუქვაძე და აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ზურა ლევან შენგელიას აკომპანემენტის თანხლებით, ლექსს კითხულობს:

„ხომ არიან ადამიანები, რომლებიც მოვლენ შენს ცხოვრებაში და არც კი შეგეკითხებიან, ისე მოკალათდებიან შენს გულში გემრიელად… ასეთი ადამიანები იმაზე ბევრად ადრე გვიყვარებენ, ვიდრე ჩვენ ვაანალიზებთ, რომ ამ ადამიანებს მეტ-ნაკლებად კარგად ვიცნობთ… ისინი ჩვენს ცხოვრებაში მისიით მოდიან, რომ ემოციებისგან დაცლილები აგვავსონ, სიყვარულის არანორმალურ დოზად მოგვევლინონ, გაგვათბონ, სიცოცხლის რწმენა დაგვიბრუნონ და დაგვაჯერონ, რომ ამ ემოციებით დაცლილ სამყაროში კვლავ არსებობს რაღაც დიდი და აღმატებული…

ასეთი გვყავდა სამყაროს ლევან შენგელია… ყველაზე დიდი და კეთილი ბავშვი, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ, მაესტრო, რომელიც ნოტებით, აკორდებით და სიყვარულით გველაპარაკებოდა…

ეს კი ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო დედამიწაზე.

მიყვარხარ მაესტრო … შეხვედრამდე“, – წერს ზურა სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

ვიდეო: „ძალიან მიყვარხარ გენიოსო! ეს კომპოზიცია ყველაზე მეტად გვიყვარდა, რას არ გავიღებდი ახლა ისევ შენთან ერთად მამღერა… ძალიან დიდი მადლობა, მაესტრო, მეგობრობისთვის, სიყვარულისთვის, ჩემი შესაძლებლობების დაჯერებისთვის“ – მალიბუ ტუღუში ლევან შენგელიას ემოციურად ემშვიდობება

ხომ არიან ადამიანები რომლებიც მოვლენ შენს ცხოვრებაში და არც კი შეგეკითხებიან ისე მოკალათდებიან შენს გულში გემრიელად… ასეთი ადამიანები იმაზე ბევრად ადრე გვიყვარებენ ვიდრე ჩვენ ვაანალიზებთ რომ ამ ადამიანებს მეტ-ნაკლებად კარგად ვიცნობთ… ისინი ჩვენს ცხოვრებაში მისიით მოდიან რომ ემოციებისგან დაცლილები აგვავსონ, სიყვარულის არანორმალურ დოზად მოგვევლინონ, გაგვათბონ, სიცოცხლის რწმენა დაგვიბრუნონ და დაგვაჯერონ რომ ამ ემოციებით დაცლილ სამყაროში კვლავ არსებობს რაღაც დიდი და აღმატებული… ასეთი გვყვავდა სამყაროს Levan Shengelia… ყველაზე დიდი და კეთილი ბავშვი ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ, მაესტრო რომელიც ნოტებით, აკორდებით და სიყვარულით გველაპარაკებოდა…. ეს კი ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო დედამიწაზე ❤️ მიყვარხარ მაესტრო … შეხვედრამდე ❤️

Posted by Zura Salukvadze on ოთხშაბათი, 14 აგვისტო, 2024

ვიდეო: „ერთმა მკითხა, გაურკვეველი გვარი რომ აქვს, შენი მეგობარიაო? ვუთხარი, იცით ვინ არის-მეთქი?“ – ნინი შერმადინი არქივიდან გარდაცვლილი მუსიკოსის, ლევან შენგელიას ემოციურ კადრებს აქვეყნებს

შეგახსენებთ, მუსიკოსი ლევან შენგელია 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. 19 წლის ასაკიდან ის აშშ-ში ცხოვრობდა. სხვადასხვა დროს პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა მაიამიში, ვაშინგტონში, ტეხასსა და ნიუ-იორკში. პარალელურად, იყო საქართველოში განხორციელებული მუსიკალური პროექტების, მათ შორის, მუსიკალური საღამოების -„ჯადოსნური ღამე“ – ორგანიზატორი. პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა Piano School of New York City-სა და Anselmo Academy of Music and the Arts-ში.

როგორც ცნობილია, მუსიკოსი მძიმე სენს ებრძოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g