სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე გავრცელებულმა ვიდეომ, რომელშიც ქართველი მოდელი მარიამ სამხარაძე პოზირებს, საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო. ვიდეოში, რომელიც ერთ-ერთ ღონისძიებაზეა გადაღებული, მოდელი დახვეწილი ვიზუალით და ნაკვთებით გამოირჩევა.
ვიდეოს ფონურ ხმაში მოდელს „ქართველ ანჯელინა ჯოლის“ უწოდებენ, რასაც კომენტარებში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. კადრებში მოდელი თეთრ, მარგალიტებითა და ორნამენტებით გაფორმებულ კაბაშია გამოწყობილი, რაც მის იმიჯს კიდევ უფრო ეფექტურს ხდის.
ვიდეოს ავტორი, ფოტოგრაფი ნატალი გოროზია, აღტაცებას ვერ მალავს:
„ეს გოგო ნახეთ… ქართველი ანჯელინა ჯოლია ეს გოგო… გავგიჟდი, ულამაზესია“, – ამბობს ვიდეოს ავტორი.
@nata.gorozia2 მე ამ გოგოს სილამაზით აღტაცებული დავრჩი დღეს📸საოცრება🔥@Mariami | Wedding Planner @Mari Samxaradze ♬ original sound – Natali gorozia photography📸
