ქართული სერიალი, „სიყვარულს მიღმა“ ახალი, მეხუთე სეზონით „პირველ არხზე“ ბრუნდება.
როგორც ცნობილი ხდება მეხუთე სეზონის გადაღებები 16 სექტემბრიდან დაიწყება.
სასიხარულო ინფორმაციის შესახებ ქართული სერიალის მოყვარულებს მსახიობმა სოფო გორელაშვილმა, თავად ამცნო:
„ეს ინფორმაცია, კივილ-წივილით უნდა დამეწყო მაგრამ, მშვიდად გაწონასწორებულად გეტყვით ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი გულშემატკივარი იყო, რომ ჩვენი სერიალი, „სიყვარულს მიღმა“ გრძელდება“ – ამბობს მსახიობი.