ახალგაზრდა მომღერალი, „რანინას“ ერთ-ერთი სეზონის გამორჩეული წარმომადგენელი მათე მარტიაშვილი საბერძნეთში, ქართველი და ბერძენი მსმენელის წინაშე წარდგა.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მათე მარტიაშვილი საბერძნეთში გამართულ კონცერტს იხსენებს და საკუთარ შთაბეჭდილებებს სოციალურ ქსელში გვიზიარებს:
„უდიდესი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი საქართველოში. მოგეხსენებათ,საბერძნეთში, ათენის ლამბრაკის სახ. დარბაზში ცნობილ ბერძენ ხელოვანთა გვერდით პატივი მქონდა, საქართველოს სახელით მემღერა ბერძენი და ქართველი მაყურებლის წინაშე. გვერდით მედგა საბერძნეთის დიასპორის ვოკალური ანსამბლი „კავკასია” უმაგრესი ადამიანის, მამუკა ინაძის ხელმძღვანელობით, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას!
ეს იყო ძალიან ემოციური დღე ჩემთვის! უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო Elias Malandris-ს, საოცარ ხელოვანს, რეჟისორს, უკეთილშობილეს პიროვნებას ჩემი მიწვევისათვის და ზღაპრული დღეებისთვის!
ეს იყო მოგზაურობა ჯადოსნურ სამყაროში. საოცარი ადამიანი ხართ, ბატონო ილიას! ასევე უდიდესი მადლობა ბატონ ავთანდილ მიქაბერიძეს, ათენში კულტურის ცენტრის „კავკასიის” სულისჩამდგმელს, რომელმაც საოცარი გვერდში დგომა და მასპინძლობა გაგვიწია, მისაბაძი ადამიანი ბრძანდებით, ბატონო ავთანდილ!
არ შემიძლია მადლობა არ ვუთხრა ჩვენს უმაგრეს ელჩს საბერძნეთში, ბატონ ლევან ბერიძეს დაფასებისთვის და გულშემატკივრობისთვის!
მადლობა თქვენ, ყველას, ამხელა სიყვარულს რომ მჩუქნით! მიყვარხართ!“ – წერს მათე მარტიაშვილი სოციალურ ქსელში.
უდიდესი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი საქართველოში. მოგეხსენებათ,საბერძნეთში, ათენის ლამბრაკის სახ. დარბაზში ცნობილ ბერძენ…
Posted by მათე მარტიაშვილი on ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025
