LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს იყო საოცარი დღე! უდიდესი მადლობა ზღვა ემოციისთვის, შესაძლებლობისთვის, რაც მათეს მიეცით მდგარიყო თქვენს გვერდით, დიდებულ მუსიკოსებთან ერთად! – „მეხსიერების ბარათი“ დიდ სცენაზე და „რანინელი“ მათე მარტიაშვილის შეუდარებელი შესრულება

679
ნიკოლოზ რაჭველი, მათე მარტიაშვილი

„რანინელი“ მათე მარტიაშვილის დედა, თინათინ ჭულუხაძე სოციალურ ქსელში ნიკოლოზ რაჭველს მიმართავს და მადლობას უხდის, განსაკუთრებულ პროექტში შვილის მონაწილეობის შესაძლებლობისთვის.

საუბარია უნიკალური სანოტო და ვიზუალური საარქივო მასალებით შექმნილ ეროვნულ პროექტზე, სახელწოდებით „მეხსიერების ბარათი“, რომელიც გუშინ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა.

7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული ორკესტრი მუსიკალურ წარმოდგენაზე გიწვევთ

„მეხსიერების ბარათი“ –  უნიკალური სანოტო და ვიზუალური საარქივო მასალებით შექმნილი ეროვნული პროექტია, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებულად შეიყვარა.

„ეს იყო საოცარი დღე! უდიდესი მადლობა ზღვა ემოციისთვის, შესაძლებლობისთვის,

რაც მათეს მიეცით მდგარიყო თქვენს გვერდით, დიდებულ მუსიკოსებთან ერთად ფილარმონიის დიდ სცენაზე!

მადლობა დაუსრულებლად! გვიყვარხართ!“ – წერს თინათინ ჭულუხაძე.

უმნიშვნელოვანეს საღამოს სოციალურ ქსელში ემოციურად ეხმაურება თავად ნიკოლოზ რაჭველიც, რომელიც წერს, რომ პროექტს 100 000-ზე მეტი მსმენელი დაესწრო:

„მეხსიერების ბარათი” სხვა რამ არის ჩემთვის, ვიდრე უბრალოდ კონცერტი. ჯერ ერთი ეს უფრო მუსიკალური სპექტაკლია თავისი გამოხატვის ხერხით და დრამატურგიული განვითარებით.

ალბათ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ ჩვენს ამ პროექტს ასი-ათასზე მეტი მსმენელი დაესწრო და კიდევ აქვს დარჩენილი სასცენო სიცოცხლის რესურსი!“ -წერს რაჭველი.

შეგახსენეთ, გუშინ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში უნიკალური სანოტო და ვიზუალური საარქივო მასალებით შექმნილი ეროვნული პროექტი,„მეხსიერების ბარათი“ გაიმართა.

magti 5g