LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს იყო ყველაზე ემოციური დღე ჩემს ცხოვრებაში… ჩემს გვერდით აღმოჩნდა ჯეკი ჩანი, გაშტერებული ვუყურებდი, თმა მქონდა გასასწორებელი, მოვიდა და თმა გამისწორა, ჩამეხუტა” – როგორ იხსენებენ ანა ჯაფარიძე და მისი მწვრთნელი ყველაზე ემოციურ დღეს

551
ანა ჯაფარიძე, შოთა გოჩიშვილი

პარალიმპიელი, ბრინჯაოს მედლის მფლობელი ანა ჯაფარიძე და მისი მწვრთნელი შოთა გოჩიშვილი ,,პოსტ ალიონს” სტუმრობდნენ.

19 წლის ბრინჯაოს მედალოსანმა და მწვრთნელმა გადაცემაში პარიზში მიღწეული წარმატებების შესახებ ისაუბრეს:

„სანდრო მას, მინდა ყველამ იცოდეს თუ რამხელა წვლილი მიგიძღვით პარალიმპიურ თამაშებზე მოპოვებულ მედალში“ – ანა ჯაფარიძის ემოციური მიმართვა მწვრთნელს

„ეს იყო ყველაზე ემოციური დღე ჩემს ცხოვრებაში, ამ სპორტში 16 წლის ასაკში მოვედი, მივხვდი პირველივე დღეს რომ ეს ჩემი სპორტი იყო… ძალიან მიყვარს ხატვაც, როცა თავისუფალი დრო მაქვს“ – ამბობს ანა.

ანამ ლეგენდარულ მსახიობთან, ჯეკი ჩანთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა:

ვიდეო: თამაშების დაწყებამდე ანა ჯაფარიძეს თმის გასწორებაში ჯეკი ჩანი დაეხმარა – ბრინჯაოს მედალოსანი ამაღელვებელ კადრებს გვიზიარებს

„ჩემს გვერდით აღმოჩნდა ჯეკი ჩანი, გაშტერებული ვუყურებდი, თმა მქონდა გასასწორებელი, ეს რომ შენიშნა თავად გამოიჩინა ინიციატივა.

მოვიდა და თმა გამისწორა, ჩამეხუტა, ის ძალიან საყვარელი და თავმდაბალი პიროვნებაა“ – იხსენებს ანა.

ანას მწვრთნელი შოთა გოჩიშვილი ამბობს, რომ ანას წინ დიდი მომავალი აქვს, მისი თქმით უდიდესი შრომაა ჩადებული იმ შედეგისთვის, რაც ანამ პარალიმპიადაზე დადო.

„ჩვენ უდიდესი შრომა ჩავდეთ ამ ყველაფერში, რომ დღეს ჩვენ ეს შედეგი გვქონოდა, არ არის ეს ის მაქსიმუმი, რაც ჩვენ შეგვიძლია. ანა ჯერჯერობით თავისი პოტენციალის 30, 40 პროცენტზეა, მას სპორტის ამ სახეობაში, სულ რაღაც 22 თვე აქვს ნამუშევარი, თუმცა დღეს რა მიღწევაც ანას აქვს ეს არ ვიცი, როგორ გამოისახება, მაგრამ ეს უდიდესი ემოცია და უდიდესი მიღწევაა“ – ამბობს შოთა გოჩიშვილი.

ცნობისთვის, ანა ჯაფარიძე პარატაეკვანდოში პარაოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

🔵 პარალიმპიელი, ბრინჯაოს მედლის მფლობელი ანა ჯაფარიძე და მწვრთნელი შოთა გოჩიშვილი

🔵 პარალიმპიელი, ბრინჯაოს მედლის მფლობელი ანა ჯაფარიძე და მწვრთნელი შოთა გოჩიშვილი პარიზული წარმატების შესახებ ექსკლუზიურად სტუმრად ,,პოსტალიონში”

Posted by პოსტ ალიონი / Post Alioni on პარასკევი, 06 სექტემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები