10 მარტს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ნოდიკო ტატიშვილის კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. საღამო კომპოზიტორ ალექსანდრე ბასილაიას შემოქმედებას მიეძღვნა, კონცერტზე ყველასათვის საყვარელი კომპოზიტორის მრავალი ჰიტი შესრულდა.
საღამოს ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი ეპიზოდი, ნოდიკო ტატიშვილის საბავშვო მუსიკალური სტუდიის აღსაზრდელების სცენაზე გამოჩენა იყო. მათ ალექსანდრე ბასილაიას ცნობილი საბავშვო კომპოზიცია „ცისარტყელები“ შეასრულეს, სტუდიის აღსაზრდელებს შორის კი იყო პატარა ბიჭი, რომელმაც საოცარი პერფორმანსი დადგა და მთელი საქართველო აალაპარაკა. ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
😍😁უსაყვარლესი კადრები ნოდიკო ტატიშვილის კონცერტიდან😍😁უსაყვარლესი კადრები ნოდიკო ტატიშვილის კონცერტიდან ✨პროექტი „ალექსანდრე ბასილაია-ზღაპარი სიყვარულისა“ ლეგენდარული კომზოტორის – ალექსანდრე ბასილაიას ხსოვნას მიეძღვნა ვიდეო: მარიამ შარაშიძე #fortunage
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on კვირა, 10 მარტი, 2024
ნოდიკო სტუდიის მოსწავლეებთან ერთად „შუადღე Live“-ს ესტუმრა და აღნიშნული საღამო და პატარა გიორგის მიერ შესრულებულ ქორეოგრაფიულ ნომერზე ისაუბრა:
„გიო იყო ის, ვისგანაც ამას არ მოველოდი. ყოველთვის მშვიდი და წყნარია და უცებ ვხედავ, ამხელა დარბაზში რაღაც ხდება, ხალხი იცინის, დავინახე, გიოს ქორეოგრაფიული ნომერი აქვს მომზადებული. ცეკვის დასრულების დროს, მისი მადლობა იყო საოცარი, ოქროს ბიჭია. საზოგადოება ძალიან გაერთო“, – აღნიშნა ნოდიკო ტატიშვილმა.
გადაცემის წამყვანების კითხვაზე, რატომ არ იცეკვა სტუდიაშიც, პატარა გიორგიმ აღნიშნა:
„იმიტომ, რომ ის იყო ერთხელ. ყველაზე ძალიან მომეწონა, ასეთი მხიარული რომ ვიყავი, ეს მოძრაობები მე მოვიფიქრე“, – თქვა გიორგიმ.
ნოდიკო ტატიშვილი და მისი სტუდიის ბავშვები სტუმრად "შუადღე live-ში"🎵 როგორ ჩაიარა კონცერტმა "ზღაპარი სიყვარულისა" 👶 ბიჭი, რომელმაც კონცერტზე მაყურებელს განსაკუთრებული ქორეოგრაფიული ნომერი შესთავაზა😊 👇 ნოდიკო ტატიშვილი და მისი სტუდიის ბავშვები სტუმრად "შუადღე live-ში"
Posted by შუადღე Live • Shuadge Live on კვირა, 17 მარტი, 2024