მოქალაქე მარიკა ჯუღელი სოციალურ ქსელში თბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, რომელზეც რუსი მოქალაქის აგრესიული საუბარი და ქცევაა ასახული.
„დიახ, მე რუსი ვარ, დიდება რუსეთს!“ – ამბობს ქალბატონი ვიდეოში, რამაც ადგილზე მყოფების მწვავე რეაქცია გამოიწვია. ისინი პოლიციის გამოძახებას მოითხოვდნენ, რა დროსაც რუსეთის მოქალაქემ მათ მიმართ შეურაცხმყოფელი ჟესტი გამოიყენა.
„აი ეს მთვრალი, აგრესორი არსება თავს დამესხა „კარფურში“, აი ასე შემამკო საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ქალაქში ამ არსებამ, თავმოყვარეობა არ გვაქვს ამას რომ ვითმენთ.“ – წერს მარიკა ჯუღელი ვიდეოების კომენტირებისას.