დები, ევა და ანა მარია ბუთიაშვილები გადაცემა „პოსტ ალიონის“ სტუმრები არიან.
უსაყვარლესმა გოგონებმა პირდაპირ ეთერში სიმღერა „თორღვაი“ შეასრულა.
ნამღერმა საზოგადოების მხრიდან თბილი შეფასებები დაიმსახურა:
„ორივე ძალიან საყვარელი ბავშვები არიან, მაგრამ ის პატარა როგორ მინდა მაგრად, მაგრად ჩავიხუტო და ვაკოცო“…„სასწაული ბავშვები ხართ, მაგრამ ეს პატარა ანგელოზი რა კარგად იმახსოვრებს სიმღერის ტექსტს“…„გენაცვალეთ, იხარეთ და იბედნიერეთ“.