LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს სამივე გოგო მერე, ძმაკაცებმა ცოლად მოვიყვანეთ, ალბათ ამ სიმღერაში დევს რაღაც ენერგია“ – როგორ დაიწერა და რა ისტორია აქვს პანჩოს ცნობილ ჰიტს „ცაში ახედე“

567
BeFunky-collage (5)

პანჩო გადაცემას „სთორი“ სტუმრობდა, სადაც გულახდილად ისაუბრა.

ერთ-ერთი თემა, რასაც მომღერალი შეეხო მისი ცნობილი ჰიტია „ცაში ახედე“, რომელიც დღემდე პოპულარობით სარგებლობს.

როგორც პანჩომ აღნიშნა, ეს სიმღერა ბაზალეთის ტბაზე დაიწერა.

„ჩემი 2 ძმაკაცი და 3 გოგო, ჩვენი შეყვარებულები, წავედით ბაზალეთის ტბაზე.

ვიქირავეთ კოტეჯი და ამ კოტეჯში ვცხოვრობდით.

ბიჭები საღამოობით დავდიოდით, ვქეიფობდით, დროს ვატარებდით, სვამდით. გოგოებმა პროტესტის ნიშნად 3 ლიტრიანი ღვინო გამოიტანეს და დაამტვრიეს, მორჩა სმა და ცოტა ჩვენც მოგვხედეთო.

ჩვენ გავბრაზდით და ჩავედით ტბასთან. ერთი ძმაკაცი, მიშა გავუშვით დუშეთში რომ ხორცი ჩამოეტანა. სანამ მიშამ ჩამოიტანა ხორცი მე და ლევანმა დავტეხეთ ტოტები, კოცონი დავანთეთ. ჩამოვიდა მიშა ჩამოიტანა სანთლები და ხორცი. სანთლებსაც თავისი ისტორია აქვს, მაგრამ ყველაფერი რომ მოვყვე, ძალიან შორს წავალთ.

მოკლედ, ეს სანთლები გავუკეთეთ ხეების ტოტებს რამდენიც შევძელით, ძალიან ბევრი იყო.

თან სვამდით, სანამ შეიწვებოდა. წამოვწექით… გიტარა გვქონდა წაღებული, ერთმა ერთი იმღერა, მეორემ მეორე…ჩემი მეგობრები შესანიშნავად მღერიან, ყველაზე სუსტი მე ვიყავი მათ შორის, მაგრამ სიმღერებს ვწერდი.

რომ წამოვწექი, შევხედე ცას, უკვე ბნელდებოდა, ეს სანთლები ენთო, მთვარე გამოჩნდა, დავიწყე სიმღერა. რაღაც მომენტში გავჩერდი, რომ გავჩერდი მეორემ მომაწოდა სიტყვები, მერე მესამემ და ასე შეიქმნა ეს სიმღერა.

მთელი მუღამი ის არის, რომ გოგოებიც შემოგვიერთდნენ მერე ამ კოცონთან. საბოლოოდ კი, სამივე ცოლად მოვიყვანეთ ძმაკაცებმა. ალბათ ამ სიმღერაში დევს რაღაც ენერგია,“ – აღნიშნა პანჩომ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g