მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში სერიალის „ფარასადან ზეცაში“ შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ სერიალი უდიდესი სულიერი გამოცდილებაა, რომელმაც მას ბევრი რამ ასწავლა.
ნუცა ბუზალაძე ადამიანებში სიმდაბლის არსებობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ „ერთ დღეს შესაძლოა, ყველაფერი უფლისგან ბოძებული წაგვერთვას, სიმდაბლე კი ადამიანებს გვახსენებს, ვინ ვართ და ვის მადლით ვდგავართ იმ ადგილზე, სადაც ვართ“.
„მთელმა მსოფლიომ უნდა გაიცნოს მამა პაისი და მისი სიწმინდე.
ეს სერიალი — „ფარასადან ზეცაში“ უდიდესი სულიერი გამოცდილებაა. ვერ გადმოვცემ, რამდენი რამ მასწავლა… და ეს საჩუქარი ჩემმა მამა თეოდორე გიგნაძემ გამიზიარა.
ჩემი გულწრფელი რჩევაა ყველამ ნახოს ეს სერიალი ან წიგნი წაიკითხოს.
ვუსურვებ, რომ ყოველი ადამიანი შეეხოს იმ სიწმინდეს, რომელსაც ათონის მთის მამები ასხივებენ.
იქ სადაც სიყვარული სუფევს, სიბოროტეს აღარ რჩება ადგილი ვერც ჩვენს ქვეყანაში, ვერც სხვაგან <3
რამდენად გვჭირდება ყველას სიმდაბლე… განსაკუთრებით ჩემს სფეროში.
ძალიან მარტივია იფიქრო, რომ ყველაფერი შენია :))) რომ წარმატება, ტაში, სიყვარული შენით მოვიდა…
მაგრამ ყველაფერი უფლისგან არის.
ისე როგორც გვეძლევა ისევე შეიძლება წაგვერთვას. სიმდაბლე კი გვახსენებს, ვინ ვართ და ვის მადლით ვდგავართ იმ ადგილის, სადაც ვართ <3“, – წერს ნუცა ბუზალაძე.
