LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს სიტყვები ისე მომხვდა გულზე, მაშინვე გამოვფხიზლდი… არ ვნებდები და ვაგრძელებ ცხოვრებას, ვცდილობ, ჩემი გოგოებისთვის ისეთივე დედა ვიყო, როგორიც გიორგის წასვლამდე ვიყავი“ – თამუნა მდივანის ემოციური პასუხი გამომწერებს

437
თამუნა მდივანი

ცნობილი ინფლუენსერი და მსახიობი, თამუნა მდივანი, რომელსაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე ახალგაზრდა შვილი, გიორგი მდივანი გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში შვილის შესახებ ხშირად წერს.

„ეს ღიმილი მენატრება დე… ჰაერივით მჭირდება“ – თამუნა მდივანი შვილის ფოტოს გვიზიარებს

ცოტა ხნის წინ, თამუნა მდივანმა სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ერთ-ერთი გამომწერის მიმართვის საპასუხოდ საუბრობს.

კომენტარის ავტორი წერს: „საოცარი დედა ხართ, ორი შვილი გყავთ და იმათ სჭირდებით ახლა ყველაზე მეტად, იმათ გამო იბრძოლეთ“, რის საპასუხოდაც თამუნა მდივანი აღნიშნავს:

„დიახ, მართალი ბრძანდებით. მე არ ვნებდები და ვაგრძელებ სიცოცხლეს, ცხოვრებას ამ ტკივილთან ერთად და ისიც ვიცი, რომ ჩემს იმ ორ შვილს, ორ გოგონას სრულფასოვანი დედა სჭირდება და როგორც ვიცით, ყველაზე კარგი დედა, ბედნიერი დედაა.

ვცდილობ და ვიცი, გამომივა, რომ ჩემი გოგოებისთვის ისეთივე დედა ვიყო, როგორიც გიორგის წასვლამდე ვიყავი და შეიძლება კიდევ უკეთესიც. ძალიან მეხმარება ჩემი რწმენა, უფალი მეხმარება, მანუგეშებს.

გიორგის გარდაცვალებიდან 40 დღე არ იყო გასული, ნაცნობი შემხვდა და მან ასეთი რაღაც მითხრა: პატარა ვიყავი, როცა ძმა გარდამეცვალა და ძმასთან ერთად დედაც დავკარგე, მთელი ცხოვრება გამიმწარდა, დედაჩემს რომ გამწარებულს ვუყურებდი და თითქოს მე არ ვარსებობდიო“. ეს სიტყვები ისე მომხვდა გულზე, მაშინვე გამოვფხიზლდი და საკუთარ თავს ვუთხარი: „რადაც უნდა დაგიჯდეს, გოგოებისთვის გააგრძელე ცხოვრება და იყავი სრულფასოვანი დედა“.

გიორგი ორი თვის გარდაცვლილი იყო, უცებ ცუდად გავხდი და მეგონა, რომ მივდიოდი… გულის სიღრმეში გამიხარდა და არ ვთქვი, რომ ცუდად ვიყავი. შემდეგ, როცა ამას ჩემ ს მეგობარს ვუყვებოდი, ჩემმა მარიამმა [შვილმა] გაიგო, გამოვიდა და მითხრა: „დედა, მარტო გიორგი გიყვარს? მე არ გიყვარვარო?“ ამ სიტყვებმა ისე იმოქმედა, ისე დამნაშავედ ვიგრძენი მარიამის წინაშე თავი, ამის შემდეგ საკუთარ თავს აღარ ვაძლევ უფლებას, რომ მოვდუნდე. უნდა გავძლიერდე, უნდა გავაგრძელო ცხოვრება, უნდა ვილოცო გიორგი სულისთვის, ჩემი ოჯახისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ვუყვარვარ. ამ ადამიანებში თქვენც შედიხართ, მინდა ყველა კარგად იყოთ“, – ამბობს თამუნა მდივანი ვიდეომიმართვაში.

ვიდეო: „ჩვენ არ ვართ შვილმკვდარი დედები. ჩვენი შვილები არ მომკვდარან, ისინი სასუფეველში აგრძელებენ სიცოცხლეს“ – თამუნდა მდივანის ემოციური მიმართვა

@tamunamdivani7 Replying to @🔱🪐НИМФА🪐🔱 ♬ original sound – თამუნა მდივანი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g