„კომედი შოუს“ მსახიობმა თათია სულუაშვილმა სასურველი წონა დაიბრუნა და არაჩვეულებრივად გამოიყურება.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში, თათია წერს:
„ეს ყოფილა ბედნიერება -26კგ“.
მსახიობი უამრავ დადებით კომენტარს იღებს.
„სასწაული გოგო ხარ“, „ძალიან გიხდება“, „სუპერ გოგონა ხარ, საყვარელო“, – წერენ ვიდეოს კომენტარებში თათიას გამომწერები.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ თათია სულუაშვილმა ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა.