ესენი [პატიმრები] არიან გმირები, დიდი პატრიოტები… ყველაფერი კარგად დამთავრდება, არჩევნებიც დაინიშნება და განთავისუფლდებიან, – აღნიშნულის შესახებ ჩცდ-ს მარშზე მისულმა, მსახიობმა ლეო ანთაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დაპატიმრებულების ადგილს სხვები დაიკავებენ.
„ესენი არიან გმირები, დიდი პატრიოტები თავის ქვეყნის. საოცარი გონიერი ხალხი , როგორ მეტყველებენ, როგორ მსჯელობენ, რა განათლებულები არიან, ყველაფერი კარგად დამთავრდება მათთვის მე დარწმუნებული ვარ.
არჩევნებიც დაინიშნება, ისინი გათავისუფლდებიან და მათ ადგილს სხვებიც დაიჭერენ. ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია – როგორც შოთამ ბრძანა, ასე მოხდება…
ბრძანებაა კრემლიდან და ბოლომდე ასრულებენ და ამაში ძალიან ცდებიან, გონებას მოუხმონ“, – ამბობს ლეო ანთაძე.