LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ესთეტიკურ მედიცინაში გართულებების 60-70% სახლში ჩატარებული პროცედურებით არის გამოწვეული…“ – რის შესახებ აფრთხილებს საზოგადოებას დერმატო-კოსმეტოლოგი დალიკა ანდღულაძე

155
page

ესთეტიკურ მედიცინაში გართულებების 60-70% სახლში ჩატარებული პროცედურებით არის გამოწვეული – ამის შესახებ დერმატო-კოსმეტოლოგმა დალიკა ანდღულაძემ „შუადღეში“ ლალი ტოტიკაშვილის რუბრიკაში ისაუბრა და დასძინა, რომ მაღალი რისკის პროცედურას პროფესიონალი სახლში არ ჩაატარებს, რადგან მან იცის რისკები.

დალიკა ანდღულაძე:

ესთეტიკურ მედიცინაში გართულებების რისკი არის ძალიან მაღალი, არსებობს რთულად შესასრულებელი პროცედურები, ეს მოითხოვს პროფესიონალიზმს, ანატომიის ცოდნას.

ანატომიური თავისებურებას როცა ეხები, საჭიროა გამოცდილება. არ გადის ერთი კვირაც კი, რომ არ მთხოვონ ჩართულობა მძიმე  ესთეტიკური „ქეისების“ გამოსწორების კუთხით, და სამწუხაროდ,  ამ გართულებების 60-70% სახლში ჩატარებული პროცედურებით არის გამოწვეული. მაღალი რისკის პროცედურას პროფესიონალი სახლში არ ჩაატარებს, რადგან მან იცის რისკები.

ექიმა-დერმატოლოგმა ასევე ისაუბრა ესთეტიკური პროცედურებისადმი გადამეტებულ მოთხოვნილებაზე:

 „დედამ, რომელსაც აწუხებდა დისმორფოფობია,  მოიყვანა 15 წლის შვილი და უნდოდა მისთვის მოცულობითი ტუჩის აუგმენტაციის გაკეთება. სამწუხაროდ, ამ სფეროში არიან ექიმები, რომლებიც აკმაყოფილებენ ასეთ პაციენტებს. ამ ბავშვს 14 წლის ასაკში ასევე ჩატარებული ჰქონდა სახის კორექცია ძაფებით.

დისმორფოფობია –  ეს არის მენტალური პრობლემა, როდესაც პაციენტს უკიდურესად არ მოსწონს თავისი გარეგნობა, ეს პაციენტები ხვდებიან ესთეტიკურ კაბინეტებში. ეს არის ფსიქიატრიის მიმართულება, ადამიანს აქვს მოთხოვნილება, ზედმეტი დოზირებით გაიკეთოს პროცედურები და კორექცია.

ეს პაციენტები როდესაც ხვდებიან პროფესიონალთან, აუცილებელია მათთან სწორი კომუნიკაცია. ის შეიძლება სხვა კოსმეტოლოგთან მოხვდეს და ვიღაცამ დაუკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.

ხშირად მოდის პაციენტი ფოტოთი და სურს ისეთივე ფორმის ტუჩის ან ცხვირის გაკეთება. ესთეტიკური პროცედურების მიზანია საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია მიიღო და არ დაემსგავსო სხვას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები