გადაცემაში „გვაჩვენე შენი ხმა“ დიდი ხნის მეგობრებმა და კოლეგებმა, თიკა ფაცაციამ და აჩიკო სოლოღაშვილმა მოულოდნელი დუეტი შემოგვთავაზეს.
მას შემდეგ, რაც პერსონაჟმა ლეილა თოდაძის „აფრები“ არცთუ კარგად იმღერა, მისი შესრულება საკუთარ თავზე აჩიკოსა და თიკას დუეტმა აიღო.
ხალისიან სიმღერას პოზიტიური გამოხმაურებები მოჰყვა სოციალურ ქსელში;
„ფაცაცია, მეორე არ არსებობს შენისთანა!..“
„როგორ მიყვარხართ ორივე…“
„როგორ მაგრად მიყვარს თიკა და აჩი. ღმერთმა დაგლოცოთ, შვილებოოოო…“