LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ფეხბურთელები ABBA-ს ცნობილ ჰიტზე აცეკვდნენ – რა კადრებს აქვეყნებს გიორგი მამარდაშვილის შეყვარებული

660
ელენე ეპიტაშვილი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შეყვარებული ელენე ეპიტაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გამომწერებს ახალ ფოტოებს და ვიდეოებს უზიარებს.

კადრები გასულ ღამეს, ეროვნული ნაკრების დახვედრის საზეიმო ღონისძიების შემდეგ, „თეატრში“ გამართულ მიღებაზეა გადაღებული.

ვიდეო: „მამმა მია“-ზე აცეკვებული ფეხბურთელები და მათი ულამაზესი მეუღლეები

კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ABBA-ს ცნობილ ჰიტზე Voulez-Vous გიორგი მამარდაშვილი და გიორგი გოჩოლეიშვილი.

ამასთან ელენე ეპიტაშვილი აქვეყნებს ფეხბურთელების ფოტოს, რომელიც რუსთაველის გამზირზე, ნაკრების მსვლელობის დროს არის გადაღებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები