LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ფეხების დემონსტრირება, გართობა გასახდელში და რომანტიკული ვახშამი – სასექსის ჰერცოგინია პრინც ჰარისთან ნიუ-იორკული ვოიაჟიდან კადრებს გვიზიარებს

134
page

სასექსის ჰერცოგინია, მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ნიუ-იორკში იმყოფებოდნენ. ისინი არაერთ ღონისძიებას დაესწრნენ. გარდა ამისა, 44 წლის მეგანი და 41 წლის ჰარი პაპარაცებმა SoHo House-ის რესტორანში სტუმრობისას დააფიქსირეს, სწორედ ამ ქსელის ლონდონურ ფილიალში შედგა მათი პირველი შეხვედრა 2016 წლის ივლისში, რომელიც ქორწინებით დაგვირგვინდა.

მეგანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ასახულია მათი მოგზაურობის ყველაზე განსაკუთრებული მომენტები და სამზადისის პროცესიც. მეგანი ხან გასახდელში პოზირებს, ხან მაკიაჟს იკეთებ, ხანაც ფეხებს უღებს კადრებს.

„შეხვედრამდე ნიუ-იორკო, გმადლობ დაუვიწყარი მოგონებებისთვის!”, – ასე დაასათაურა კადრები სასექსის ჰერცოგინიამ.

„ბოროტი ჯადოქარი“ – მეგან მარკლი პლასტიკური ოპერაციების გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა

ფეხებაწყობილი ლიმუზინში, გზის იმ მონაკვეთზე, სადაც პრინცესა დაიანა ტრაგიკულად დაიღუპა – მეგან მარკლის ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს და კრიტიკის ქარ-ცეცხლში ეხვევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები