LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ფერარის“ 82 წლის მძღოლი სავაჭრო ცენტრში შევარდა

42
ferarinews

ანდორაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ავტო-საგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილობრივი მედია საშუალებების ინფორმაციით, 82 წლის მძღოლი Ferrari 512 TR-ის მართვას ვერ გაუმკლავდა, ტროტუარზე ავიდა და სავაჭრო ცენტრის ვიტრინას დაეჯახა. ინციდენტის შედეგად თავად მძღოლი, მისი 59 წლის მგზავრი და მაღაზიის 44 წლის თანამშრომელი დაზიანდნენ, თუმცა უმნიშვნელოდ. სამივე მათგანი საავადმყოფოდან იმ დღესვე გამოწერეს.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი სპორტქარის გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მამაკაცს ძალიან გაუმართლა, რომ წინასაშობაოდ ქუჩაში თუ შოუ-რუმში ბევრი ხალხი არ იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა.

Ferrari 512 TR- საშუალო ძრავიანი ორადგილიანი სუპერქარია. მოდელი 4,9 ლიტრის 12 ცილინდრიანი აგრეგატითაა დაკომპლექტებული და 5 სიჩქარიანი მექანიკური კოლოფით იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g