კომპანია Ford ახალი Bronco–ს მიმართ ინტერესის გაღვივებას აგრძელებს. მოდელის პრემიერა 13 ივლისისთვისაა დაგეგმილი, მანამდე კი ამერიკულმა კონცერნმა ყველგანმავალის ყველა მოდიფიკაციის გამოჩენა გადაწყვიტა.
ვიდეოში კომპანია პირველად იყენებს სლოგანს – Born Wild, რომელიც სპეციალურად „ბრონკოსთვის“ შეიქმნა. ბრენდმა მოდელის შესაძლებლობებს ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა და არც მისი პოპულარობა დავიწყნია. საქმე ისაა, რომ Bronco არსებობის ისტორიაში 1200–მდე ფილმსა და 200 კლიპშია გადაღებული.
ვიდეოს ბოლოში კომპანიამ სიახლის სამი მოდიფიკაცია გამოაჩინა: ორკარიანი და ოთხკარიანი ვერსია, ასევე „უმცროსი“ Bronco Sport. დეტალების გარკვევა რთულია, რადგან კადრში მხოლოდ სილუეტი ჩანს.
როგორც მოსალოდნელია, მეექვსე თაობის ყველგანმავალს 2 ლიტრის მოცულობის ტურბოძრავით EcoBoost–ით დააკომპლექტებენ და აგრეგატს 270 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება. არის ასევე მეორე ვარიანტი, 2,7 ლიტრის V6, რომელიც 325 ცხენის ძალას განავითარებს. ორივე ძრავი 7–საფეხურიან „მექანიკურ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად იფუნქციონირებს.
ყველგანმავალის პრემიერა 13 ივლისს გაიმართება.