LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Ford Mustang–ის კაპოტის ქვეშ გიგანტური პითონი ჩაძვრა

131
7aec36195ca52a845225a664f060b6cc34df2a93 (1)

გიგანტური პითონი დაპარკინგებული Ford Mustang–ის კაპოტში ჩაძვრა. ინციდენტი ფლორიდას შტატში მოხდა და ავტომობილის მფლობელს გველის დასაჭერად სპეციალური სამსახურის გამოძახება დასჭირდა. 3–მეტრის სიგრძის ქვეწარმავლის ამოყვანის კადრები ნამდვილ ინტერნეტ–ჰიტად იქცა.

ლურჯი ფერის Ford Mustang–ის პატრონმა გველი მაშინ იპოვა, როცა ავტომობილის ძრავის ამუშავებისას უცნაური ხმები მოესმა. როგორც გაირკვა კაპოტის ქვეშ უზარმაზარი გველი იყო დახვეული. ეს იყო პითონი რომელიც ფლორიდას შტატში ადამიანის ხელით აღმოჩნდა და გამრავლდა.

ამერიკის ველური ბუნების დაცვის სააგენტო პითონს გადაშენების პირას მყოფ სახეობად თვლის, ამიტომ მისი აღმოჩენის შემთხვევაში სასწრაფოდ მათთან დარეკვაა საჭირო. ქვეწარმავლის სიგრძე 3–5 მეტრია და მისი მსხვერპლი როგორც წესი ჩიტები, ძუძუმწოვრები და ნიანგებიც კი ხდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g