LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Ford Mustang ყველგანმავალ Bowler Bulldog–ს დაუპირისპირდა

129
ford-mustang-blg-news

Youtube–არხმა Carwow–მ მორიგი დრეგ–რბოლა ჩაატარა და ერთმანეთს Ford Mustang GT და Bowler Bulldog დაუპირისპირა. ორივე ავტომობილი 5 ლიტრის მოცულობის „რვიანითაა“ აღჭურვილი.

ევროპული Ford Mustang GT ატმოსფერული V8 5.0–ითაა დაკომპლექტებული და 450 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0–დან პირველ „ასეულს“ ავტომობილი 4,3 წამში ავითარებს და მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ–ია.

ბრუტალური Bowler Bulldog გარეგნობით Land Rover Defender–ს გავს, სინამდვილეში კი სრულად განსხვავებულ ღერძზეა აგებული. კაპოტის ქვეშ ყველგანმავალს 5 ლიტრის მოცულობის კომპრესული „რვიანი“ აქვს და ძრავი 550 ცხენის ძალას ავითარებს. 100 კმ–მდე გახურება მოდელს ზუსტად 4 წამში შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები