LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Ford Mustang ზამთრის პირობებში გამოსცადეს

259
Ford-Mustang-Mach-E-01@2x

კომპანია Ford–მა გაავრცელა ვიდეო, სადაც ელექტრონული კროსოვერის Mustang Mach-E-ს თოვლში გამოცდაა ასახული. ავტომობილი მიჩიგანის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში, ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურის პირობებში შეამოწმეს.

კროსოვერი Ford Mustang Mach-E პლატფორმა C2–ზეა აგებული. როგორც მწარმოებელი აცხადებს, ორძრავიანი ყველგანმავალი მყიდველთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და ყველაზე მეტი შეკვეთა ჩრდილოეთის ქვეყნებიდან ფიქსირდება.

მუსტანგის დინამიკა საგზაო პირობებზეა დამოკიდებული. სისტემის ალგორითმზე მუშაობა დასრულებული ჯერ–ჯერობით არ არის და მის გაუმჯობესებას სპეციალისტები ახლაც აგრძელებენ. თანაც, რაც ყველაზე საინტერესოა, სისტემა ავტომატურად „ჰაერიდან“ განახლდება ხოლმე და კროსოვერს კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები