LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 ვიდეო: „ფორმულა-1“-ის პილოტი პოლიციის სპორტქარით დრიფტაობს

36
alpine

„ფორმულა-1“-ის მოქმედი პილოტი ესებან ოკონი უჩვეულო სარეკლამო რგოლის მთავარი გმირი გახდა. მრბოლელმა საფრანგეთის პოლიციას პირველი სამსახურებრივი სპორტქარი Alpine A110 მიუყვანა. მგზავრობა აკადემიური ნამდვილად არ ყოფილა და ესებანი საშიშ ილეთებს პირდაპირ ჟანდარმერიის წინ აკეთებდა.

Alpine-ში დააზუსტეს, რომ ვიდეო დახურულ გზაზე პროფესიონალი მძღოლის მიერაა გადაღებული.

საფრანგეთის ნაციონალურმა ჟანდარმერიამ 26 ცალი საშუალო ძრავიანი სპორტქარი Alpine A110 შეუკვეთა და ახალ წლამდე ორი ეგზემპლარი ტესტ-დრაივისთვის დაამზადეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g