LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო/ფოტო: „დაბრუნება საკუთარ თავთან“ – რა კადრებს გვიზიარებს ჯორჯინა უზკატეგუი

2322
2025-10-18_22-48-39_762585

ილია თოფურიას მეუღლე ჯორჯინა უზკატეგუი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს და პოსტს გვიზიარებს.

აღსანიშნავია, რომ მან ილიასთან დაშორების შესახებ გავრცელებული ჭორების შემდეგ, თავისი კადრი და ცხოვრებისეული პოსტები რამდენჯერმე გააზიარა.

„დაბრუნება საკუთარ თავთან“, – წერს ჯორჯინა.

ილია თოფურიას და ჯორჯინა უზკატეგუის დაშორების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა – „წყვილის ახლობელი წყარო“ მედიასთან საუბრობს

ფოტო: „არავის შეუძლია რომ შენი თავდაჯერებულობა წაგართვას“ – რას წერს ჯორჯინა უზკატეგუი

შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა, რაც ესპანური და ქართული მედიები, UFC-ის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას და მისი მეუღლის, ჯორჯინა უზკატეგუის დაშორებაზე საუბრობენ.  თავად წყვილს აღნიშნულ თემაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა, ეჭვი საზოგადოებაში იმ ფაქტმა გააჩინა, რომ ჯორჯინას და ილიას სოციალურ ქსელში გამოწერები გაუქმებული აქვთ და საერთო ფოტოები წაშლილია.

ილია თოფურია და ჯორჯინა უზკატეგუი დაშორდნენ? რას წერენ ესპანური ტაბლოიდები და რა ხდება ცნობილი წყვილის სოციალური ქსელიდან: თემასთან დაკავშირებით, ჟურნალისტი ხავიერ ოიოსი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბრობს და ამბობს, რომ „წყვილის ახლობელმა წრემ დაადასტურა ეს ინფორმაცია“.

ვიდეოში ოიოსმა განმარტა, რომ მისმა წყარომ უთხრა, „არ ვიცი დაგიდასტუროთ თუ არა, რომ ეს დაშორება საბოლოო იქნება, რადგან ბევრი რამ აქვთ საერთო და ყველაფრისთვის იბრძვიან“. ესპანური მედია წერს, რომ ურთიერთობა შესაძლოა ბოლომდე არ იყოს დასრულებული, თუმცა ამჟამად ემოციური დისტანციის რთულ პერიოდს გადიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g