ნანი ბრეგვაძე კიდევ ერთხელ გამობრწყინდა ფართო საზოგადოების წინაშე და ყველა აალაპარაკა იმის შესახებ, რა შესანიშნავ ფორმაშია…
„დალოოდის“ მიერ შექმნილ ყვითელ კაბაში ის ბრწყინვალედ გამოიყურებოდა კონცერტზე, სადაც ქალიშვილსა და შვილიშვილთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
„ის აქ არის“ – რა თქმა უნდა, ამ სიმღერის გარეშე ნანი ბრეგვაძე წარმოუდგენელია. მას აკომპანემენტი ორკესტრმა და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველმა გაუწიეს.
შესრულდა სიმღერა ეკა მამალაძესა და ნატალია ქუთათელაძესთან ერთადაც, ეს ტრიო სცენაზე უკვე დიდი ხანია, განუყრელია…
საღამო შვილთაშვილის მიერ ლეგენდარული მომღერლისთვის მირთმეული ულამაზესი თაიგულით დაგვირგვინდა…